სამართალი
საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს, დანარჩენზე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს, ამიტომ დანარჩენზე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოს მამალაძის შეწყალებისთვის სხვა ბერკეტი არ გააჩნია.

საპატრიარქოს მიერ დაყენებული მრავალი შუამდგომლობიდან დაკმაყოფილებულია მხოლოდ 5%. საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს. ამის იქით საპატრიარქოს სხვა ფორმატი არ აქვს. ამიტომ, დანარჩენზე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეკლესიას ნუ განვიხილავთ როგორც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს. მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.