უცხოეთი
ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

შესაბამისი კანონპროექტი ირანის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა და „ის ყველა ამერიკელ სამხედროზე, პენტაგონის თანამშრომელსა და იმ პირებზე ვრცელდება, ვინც ირანელ გენერალ სოლეიმანის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი“.

ირანის პარლამენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხედრო ძალების ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ლოგისტიკური, შეფასდება „სოლეიმანის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში თანამონაწილეობად“.

ირანის პარლამენტმა დღესვე მხარი დაუჭირა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტურ ქვედანაყოფ „ალ-უდსის“ დაფინანსების 200 მილიონი ევროთი გაზრდას. აღნიშნული ქვედანაყოფი ირანის ფარგლებს გარეთ სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

1tv.ge