უცხოეთი
ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის დაგმობის შესახებ განცხადებას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის დაგმობის შესახებ განცხადებას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, მოსკოვის და პეკინის ეს ნაბიჯი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებაზნიამ თქვა, რომ თავდაპირველად მოსკოვი დათანხმდა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის დაგმობის შემცველი განცხადების მიღებას, თუმცა ყველაფერი ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ შეიცვალა.

„ამ ფაქტის განცხადებაში ჩამატება აუცილებელი იყო. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ განცხადებაში შესწორება შესულიყო, მაგრამ ეს ჩვენი ამერიკელი კოლეგებისთვის მიუღებელი იქნებოდა,“ – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ერაყში აშშ-ის საელჩოს შტურმით აღება შიიტური სამხედრო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ მომხრებმა, 31 დეკემბერს სცადეს.

მომხდარის დროს შენობიდან ერაყში აშშ-ის ელჩის ევაკუაცია განხორციელდა.

1tv.ge