რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: გადადებული ომის გაკვეთილები

 რატომ გადაწყვიტა აშშ-მა ომით არ ეპასუხა ირანისთვის ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშისთვის და მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლა? აშშ-ის არმია ხომ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ირანისა კი უძლიერესთა ათეულშიც არ შედის.

იმიტომ, რომ მარტო დარჩებოდა - ირანის გარშემო დაირაზმებოდა ერაყი და მთელი ახლო აღმოსავლეთი. რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი, რომელთა არმიები იკავებენ, შესაბამისად, 2, 3 და 9 ადგილებს უძლიერეთა ათეულში, დაგმეს, ხოლო ნატოს მოკავშირეები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია (5, 6 და 10 არმიები მსოფლიოში) მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის მოქმედებებს.

განმეორდა სამხრეთ კორეასთან დაკავშირებული ისტორია, რომლის არმიაც ასევე არ შედის უძ₾იერესთა ათეულში, მაგრამ წინ უსწრებს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საქმეში. აშშ-ის მუქარამ ვერ აიძულა ადამიანი - რაკეტა, შეწყვიტა თავისი ბირთვული პროგრამა, მხოლოდ შეარიგა ჩრდილოეთ კორეა სამხრეთთან. და პრეზიდენტი ტრამპიც იძულებული გახდა უკან დაეხია. ბირთვულ პროგრამას აგრძელებს ირანიც.

შედეგი ვერ გამოიღო აშშ-ის მუქარამაც თურქეთის მიმართ, რომელმაც რუსული „ЗРК С-400“ შეიძინა და რუსეთთან ერთად გაზსადენი „თურქული ნაკადი” გახსნა. ხოლო იმის გამო, რომ თითქმის დასრულენული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ამერიკული სანქციების გამო, მხოლოდ ზამთრის მიწურულს დასრულდება, დაზარალდა არა რუსეთი, არამედ ევროპა, ისევე, როგორც რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ყველა სანქციისგან! შედეგად, ევროკავშირის და ნატოს წამყვანი ქვეყნები აშშ-ს დაშორდნენ და რუსეთს დაუახლოვდნენ - საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ამჯობინებენ მოითათბირონ პუტინთან და არა არაპროგნოზირებად ტრამპთან.

მაგრამ არის რო ტრამპი ასე არაპროგნოზირებადი, თუ უბრალოდ თამაშობს და ბევრ საკითხსაც ვერ წყვეტს? შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ნახევარი საათის დაგვიანებით მიმართა ერს, თავის გარემოცვასთან მწვავე კამათის გამო - სამხედროებმა მოსთხოვეს, არ შეერცხვინა ამერიკა და შეეტია ირანისთვის! მაგრამ პროფესიონალმა შოუმენმა ტრამპმა ზუსტად იცის, სად მთავრდება შოუ და იწყება ტრაგედია, ამიტომ ბოლო წუთს უკან იხევს და, როგორც გამოცდილ ბიზნესმენს, პირდაპირ შეტევას უცნობი შედეგით (ამ შემთხვევაში - სარაკეტო) ურჩევნია მიზნისკენ მიმავალი შემოვლითი გზები (ამ შემთხვევაში, - სანქციები). ამ გზით ის იხსნის საკუთარ თავსაც და ამერიკასაც, რომელსაც იგი, წინამორბედებისგან - პრეზიდენტებისგან განსხვავებით, უფრო "ადამიანურ" სახეს აძლევს. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ყველამ იცის, რომ ამერიკა არ არის ყოვლისშემძლე, უფალი ღმერთივით, და სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. აშშ-მა რომელმაც გადაყლაპაომისკენ გამოწვევა - ირანის სარაკეტო იერიში მის სამხედრო ბაზაზე, მით უფრო არ იომებს რუსეთთან, რათა საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნოს, რომლებიც საეჭვოა, ამერიკული მასშტაბის რუქებზე არსებობდეს!

რა გაკვეთილები უნდა მიიღოს საქართველომ ამ გადადებული ომისგან?

უპირველესად, სანამ რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია შეეცდებიან მოძებნონ კომპრომისი და დააბრუნონ ირანი და აშშ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში (JCPOA), საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს მთავარ საკითხებში, რომლებიც ჩამოთვლილია ჩემს წინა პუბლიკაციებში - პირველსა და მეორეში. საქართველო უნდა "ჩამოვიდეს ზეციდან" - თავის ადგილზე რუკაზე და დაინახოს, რომ გარს აკრავს რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი და არა ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. საქართველოს ყველა მეზობელი, ასევე ირანიცა და ჩინეთიც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ აერთიანებს მრავალ მილიარდიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ ენერგეტიკისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, არამედ სამხედრო ჭრილშიც. ირანი კი უნიკალური ქვეყანაა, რომელიც სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაგისტრალებით არის დაკავშირებული სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს შორის ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა შეადგენს საქართველოს ათზე მეტი წლიურ ბიუჯეტს - 100 მილიარდ დოლარს, და ეს გუშინწინ გახსნილი „თურქული ნაკადის“ გარეშე, რომელმაც საუკუნეობით დააკავშირა რუსეთი თურქეთთან! ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საქართველოს ყველა მეზობელი არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს უდიდესი პარტნიორიც! რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც საქართველოს გაზის თითქმის 100% -ით ამარაგებენ, ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი და იმპორტიორები არიან საქართველოსთვის, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აკავშირებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მაგისტრალური მილსადენები, გასული წლის დეკემბერში გახსნილი ტრანსანატოლიური გაზსადენი „TANAP“ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

განა ეკონომიკა არ კარნახობს პოლიტიკას?! ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური პარტნიორების პოლიტიკური მოკავშირეც გახდეს? განა დღეს დარჩა თუნდაც ერთი არგუმენტი, გიგანტების სახიფათო ტუსოვკაში“ საქართველოს მონაწილეობისა ორივე მხრიდან გაჭყლეტვის რისკის ქვეშ?!

30 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუ მისცა ტელეარხს „Россия-24“ და დღეს უკეთესი რეკომენდაცია საქართველოსთვის არ არსებობს! აზერბაიჯანი არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, იქ არც არავინ გველოდება, ჩვენ კანდიდატთა სიაშიც კი არ ვართ. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელსაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტში გაერთიანებული ყოფილი სსრკ- ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ხელი არ მოუწერია ასოცირების ხელშეკრულებისთვის. მე ის თავიდან ბოლომდე წავიკითხე. და მივხვდი, რომ ეს არ არის შეთანხმება. ეს არის ინსტრუქცია. ინსტრუქცია, რომელიც დაიშვა იმისათვის, რომ ჩვენ ამ ინსტრუქციებს მივყვეთ. ჩემი გუნდის წევრებს ვკითხე: რაში გვჭირდება ეს ინსტრუქცია? რას მოგვცემს? არის აქ რაიმე პრაქტიკული სარგებელი აზერბაიჯანისთვის? მე პირადად ეს ვერ დავინახე. ამიტომაც შევთავაზეთ ევროკავშირის კომისიას, ამის ნაცვლად შემუშავებულიყო ორმხრივი შეთანხმება, სადაც იქნებოდა სარგებელი ჩვენთვის, რათა შემძლებოდა მეთქვა აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს შეთანხმებას იმისათვის, რომ ვინმეს მოვეწონოთ ანდა უბრალოდ ვთქვათ, რომ დიახ, ეს გვაქვს! ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ნებისმიერ შეთანხმებას, ნებისმიერი მოლაპარაკებას, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული შედეგი”.

რატომ არ ბაძავს საქართველო აზერბაიჯანს?! რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ნატო-სა და ევროკავშირთან უსარგებლო შეთანხმებების ხელმოწერა მხოლოდ იმისათვის, რომ აშშ-ს მოვეწონოთ და დავიკვეხნოთ, რომ ეს გვაქვს?! დღეს ქართველი ხალხი, როგორც არასდროს, საქართველოს ხელისუფლებისგან ელის პასუხს მხოლოდ ერთადერთ შეკითხვაზე - რა კონკრეტულ შედეგს ველოდებით საქართველოს "უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსისგან"? დაე გვიპასუხონ, თუკი შეძლებენ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 10 იანვარი
საქართველო, თბილისი