უცხოეთი
ირანის მეჯლისის დეპუტატი ქვეყნიდან ბრიტანეთის ელჩის გაძევებას ითხოვს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ირანის მეჯლისის დეპუტატი ქვეყნიდან ბრიტანეთის ელჩის, რობ მაქეირი გაძევებას ითხოვს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. დეპუტატი ამის მიზეზად აქციაში ელჩის მონაწილეობას ასახელებს.

„შემდეგ ელჩს ეცოდინება კანონები და იმედია, პატივს სცემს დიპლომატიურ კრიტერიუმებს“, – განაცხადა ალაედინ ბორუჯერდიმ.

შეგახსენებთ, ირანში ბრიტანეთის ელჩი რობ მაქეირი​, გუშინ თეირანში „აქციის წახალისების“ მოტივით, რამდენიმე საათით დააკავეს. თავად ელჩი აცხადებს, რომ ის აქციაში არ მონაწილეობდა.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ მე არანაირ დემონსტრაციაში არ ვმონაწილეობდი. მივედი დაანონსებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე, რომელიც ირანში ჩამოგდებულ უკრაინულ ავიახაზების მგზავრების ხსოვნას ეძღვნებოდა. მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე ლოზუნგების ყვირილი დაიწყეს, მე ტერიტორია დავტოვე“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“.

1tv.ges