უცხოეთი
აშშ ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, რობერტ ო’ბრეინის განცხადებით, აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ფხენიანმა პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, რომ ვაშინგტონს დაპირებული „საშობაო საჩუქარი“ არ გაუგზავნა.

„ჩვენ დავუკავშირდით ჩრდილოეთ კორეას, რათა გვეთქვა მათთვის, რომ მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ სტოკჰოლმში, სადაც გასული წლის ოქტომბერს ბოლო შეხვედრა გაიმართა“,- განაცხადა ო’ბრეინმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა და განაცხადა, რომ ეს დროის ფუჭი კარგვა იყო. მოგვიანებით, ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, ვაშინგტონს „საშობაო საჩუქრით“ დაემუქრა. ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული საჩუქარი, სავარაუდოდ, გრძელმანძილიანი სარაკეტო სისტემების გამოცდა იქნებოდა, თუმცა დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, ეს შეიძლება „მშვენიერი ვაზა“ ყოფილიყო.

interpressnews.ge