სამართალი
ფოთში მეუღლის დაჭრის ფაქტზე შსს-მ მამაკაცი დააკავა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ფოთში მეუღლის დაჭრის ფაქტზე შსს-მ მამაკაცი დააკავა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოთში, ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმის ინფორმაციით, პაციენტმა აღნიშნა, რომ დაზიანებები მეუღლემ მიაყენა.