საზოგადოება
ზუგდიდის სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი რუსული სიმღერების მოთხოვნა გახდა

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. 8 იანვარის ღამეს, ზუგდიდის სასტუმრო “ლეთოში” ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ სასტუმროში იმართებოდა საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც სტუმრებმა რუსულენოვანი სიმღერები მოითხოვეს.

დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. შემთხვევა სტუმრებსა და მომღერლებს შორის სიტყვიერი შეკამათებით დაიწყო, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დაპირისპირებაში სასტუმროს პერსონალიც მონაწილეობდა, რომელიც სტუმრების დამშვიდებას ცდილობდა.

ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. ჩხუბის მიზეზად რუსულ მუსიკას არ ადატურებს სასტუმროს ადმინისტრაცია და ამბობს, რომ შემთხვევა შენობის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და არა სასტუმროში.

სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე ორი პირი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით 1000-1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლეს.