საზოგადოება
ფრენებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციამ და არა ვლადიკავკაზმა - ირაკლი ბერაია

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციამ და არა ვლადიკავკაზმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ თემის კომენტირებისას განაცხადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს კრემლთან შეთანხმების გარეშე. ფრენები შეჩერებულია რუსეთის ფედერაციის მიზეზით. თუ ფრენები აღდგება, ეს არის დადებითი მოვლენა, რადგან ადამიანებს ექნებათ გადაადგილების საშუალება.

ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციამ და არა ვლადიკავკაზმა. თუ ფრენები აღდგა, ეს არის უკვე შესაბამისი კომპანიების გადასაწყვეტი, რომელი ქალაქებიდან განახორციელებენ ფრენას. ჩვენ ახლა რეალურად ველოდებით რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.