უცხოეთი
უკრაინაში ითხოვენ რუსული ინტერნეტ-რესურსების განბლოკვას

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. პეტიცია, უკრაინაში ყველა ადრე აკრძალული რუსეთის ინტერნეტ-რესურსების ჩართვის მოთხოვნით, დარეგისტრირდა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის საიტზე ხუთშაბათს, 16 იანვარს, წერს ТАСС.

პეტიცია შეუდგენია ვინმე დიმიტრი კამინსკის. მისი თქმით, მოცემული რესურსები არ აყენებენ ზიანს უკრაინელებს და უკრაინას მთლიანობაში, მათი დაბლოკვა არის მიზანშეუწონავი, ეს საიტები სჭირდებათ უკრაინის მოქალაქეებს. თუ პეტიცია მოაგროვებს 25 ათას ხელმოწერას, მას განიხილავს ქვეყნის პრეზიდენტი, იუწყება iz.ru

2018 წლის 16 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პროვაიდერებს დაუგზავნა თითქმის 200 ინტერნეტ-რესურსის ნუსხა, რომლებიც უნდა დაებლოკათ უკრაინის სანქციების გამო. ნუსხაში მოხვდნენ რუსეთის საიტები, მათ შორის, РЕН ТВ-ის, მეხუთე არხის, „რია ნოვოსტის“, ტელეარხ „ზვეზდას“, ВГТРК -ის ვებ-გვერდები, აგრეთვე, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საიტები.

ამას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს განცხადება, რომ რუსული მედია ავრცელებს ფეიკ-ნიუსებს. მისი აზრით, რუსული საინფორმაციო სააგენტოები ზეგავლენას ახდენდნენ არჩევნებზე აშშ-ში, აგრეთვე, რეფერენდუმზე Brexit-ის შესახებ და კატალონიის კრიზისზე.

tvalsazrisi.ge