აქტუალური
აშშ-ის სახდეპი: ჩვენ რუსეთის მოქალაქეთა მხარეს ვართ

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახდეპის პრესსამსახურის უფროსმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მთავრობის გადადგომას კომენტარი გაუკეთა.

შესაბამისი განცხადება მან ტელეარხ RTVI-ის ეთერში გააკეთა, იუწყება რადიოსადგური „Говорит Москва“.

შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ რუსეთის მოქალაქეთა მხარეზე ვართ“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა, თუმცა, როგორც ორტაგუსმა აღნიშნა, ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებულუ. „ვიმედოვნებთ, რომ ვინც არ უნდა იდგნენ რუსეთის ხელისუფლების სათავეში, გაითვალისწინებენ ჩვენს სურვილებს საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებთან დაკავშირებით“, - დასძინა სახდეპის წარმომადგენელმა.