უცხოეთი
რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის გენერალური პროკურორის, ვიქტორ ჩაიკას გათავისუფლების წინადადებით გამოვიდა.

როგორ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ჩაიკას გათავისუფლების მიზეზი მისი სხვა სამსახურში გადასვლაა.

ჩაიკას ადგილზე რუსეთის პრეზიდენტმა საგამოძიებო კომიტეტის უფროსის მოადგილე იგორ კრასნოვი წარადგინა.

1tv.ge