აქტუალური
პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება - რომან გოცირიძე

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართული ოცნება“ მზად არ არის, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ერთადერთი, რაც მათ ესმით, ძალაა. ამიტომ, ეს ძალა გამოყენებული იქნება და ხალხის ნებას ვაჩვენებთ. სახელმწიფი უწყებების პიკეტირება მოხდება და 4 თებერვლიდან პარლამენტის პიკეტი განახლდება. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე ჩამოშლილები მივლენ. მათ ორი ალტერნატივა აქვთ – ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ”, – განაცხადა გოცირიძემ.