აქტუალური
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში აქციის მონაწილეებმა საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზას იქამდე არ გახსნიან, ვიდრე მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივლენ.

ადგილზე იმყოფება ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსი მალხაზ სამსონიშვილი. იგი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ გზა გახსნან.

გორელოვკელები აცხადებენ, რომ სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის სასმელი წყლის და საძოვრების. მათი თქმით, საძოვრების დიდ ნაწილს ადგილობრივი ჩინოვნიკები ფლობენ, მათ შორის ნონოწმინდის საკრებულოს თავმდჯომარე სუმბატ კიურეღიანი, ამიტომ პირუტყვის შენახვა უჭირთ.