უცხოეთი
რესპუბლიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში დემოკრატების ინიციატივები დაბლოკეს

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რესპუბლიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესში დოკუმენტების განხილვა და მოწმეების დაკითხვა დაბლოკეს.

სენატში გამართული კენჭისყრის შედეგად, რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს მხარი დემოკრატების ინიციატივას, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, პენტაგონიდან და საბიუჯეტო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტების განხილვას ითხოვდნენ.

ტრამპის ოპონენტები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სენატში მოწმის სტატუსით ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი დაეკითხათ, თუმცა რესპუბლიკელებმა ეს წინადადებაც დაბლოკეს.

სენატში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 21 იანვარს დაიწყო. დემოკრატები ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გზით პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და ამიტომ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება პრაქტიკულად გამორიცხულია.

1tv.ge