უცხოეთი
თურქეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

 საქართველო, 27იანვარი, საქინფორმი. თურქეთის აღმოსავლეთში პარასკევს საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. დაფიქსირდა 599 აფტერშოკი

აზერბაიჯანი ახორციელებს თავისი მოქალაქეების ევაკუაციას, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის ზონაში სასწავლებლად იმყოფებიან, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ სივრიჯეს მახლობლად (ელაზიღის პროვინცია) 24 იანვარს ადგილობრივი დროით 20:55 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია, ხოლო ნანგრევებიდან 45 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს.

აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც მიწისძვრის ზონიდან - ელაზიღისა და მალათიის პროვინციებიდან არიან ევაკუირებული, კვირას დილით იღდირს მიაღწიეს, სადაც ნახიჩევანისკენ მიმავალ ავტობუსებში გადასხდნენ.

თურქეთში მიწისძვრის ზონიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი მთელი ღამე გაგრძელდა. ორი ავტობუსი უკვე ნახიჩევანშია, მესამე კი დაახლოებით ორ საათში იქნება.

შემდეგ სტუდენტებს ბაქოში გადაიყვანენ თვითმფრინავით, რომელიც ნახიჩევანში სახელმწიფოს მეთაურის დავალებით გაგზავნეს.

sputnik-georgia.com