აქტუალური
გერმანიაში საქართველოს საელჩოს დესპანად კოკო გამსახურდია დაინიშნა

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედნ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დანიშვნა ნოემბერში მოხდა.

უწყებაში განმარტეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისწინებით შეირჩა.

27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად თავდაცვის ყოფლი მინისტრი ლევან იზორია ინიშნება.