საზოგადოება
რიკოთის გვირაბი სარეაბილიტაციოდ იხურება

rikotis_gvirabiდღეს, 29 მარტს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე განლაგებულ რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი განახლდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, მიმდინარე წლის ბოლოს რიკოთის გვირაბი ექსპლუატაციაში დასრულებული სახით შევა.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი შარშან ნოემბერში დასრულდა. იმ ეტაპზე შესრულდა მწყობრიდან გამოსული კომუნიკაციების დაშლა-გატანისა და გვირაბის გამაგრების პირველი ეტაპის სამუშაოები.

რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის მეშვეობით, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს შესრულდა და მასზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.