აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8603 ლარი გახდა

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8603 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8603 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8834 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0231 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1618 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0293 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.