აქტუალური
ბანკები მოგებაზე მიდიან, თუმცა კრედიტებს არ აიაფებენ

erovnuli_bankSთებერვალში კომერციული ბანკების მოგებამ 10 მლნ 724 ათასი ლარი შეადგინა. იანვართან შედარებით, ეს მაჩვენებელი 1 მლნ 600 ათასი ლარითაა შემცირებული,

ანალოგიურად, 100 მლნ ლარამდეა შემცირებული გაცემული სესხების რაოდენობაც. პირველი მარტის მონაცემებით, თებერვალში 6 მილიარდ 240 მლნ ლარის ოდენობის სესხია გაცემული, იანვარში კი ეს მაჩვენებელი 6 მილიარდ 342 მლნ ლარს შეადგენდა.

თებერვალში კომერციულმა ბანკებმა 32 მლნ ლარის ოდენობის გაუთვალისწინებელი ხარჯი გაიღეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ საერთო მონაცემებს აქვეყნებს, უცნობია, კონკრეტულად რომელ ბანკს მოუხდა დიდი რაოდენობით გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება.

ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან უკვე 1,604 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხი გასცა, თუმცა კომერციული ბანკები კერძო სექტორის დაკრედიტებას მაინც ერიდებიან. გარდა ამისა, ისევ საკმაოდ მაღალი რჩება საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე.

ჩნდება კითხვა, რატომ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების დაკრედიტება, თუკი ეს ფული ქართული ეკონომიკისთვის არ გამოიყენება? აქედან გამომდინარე, ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოყოფილ ფულად სახსრებს ბანკები უცხოურ ბირჟებზე ატრიალებენ და დიდ მოგებასაც ნახულობენ. ამაზე მეტყველებს   კომერციული ბანკების შემოსავლების ზრდის ტენდენციაც.

ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ საქინფორმს ექსპერტი ვახტანგ გზირიშვილი ესაუბრა.