უცხოეთი
თეთრ სახლთან ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტრამპის მოკვლით იმუქრებოდა

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. თეთრ სახლთან 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკვლით იმუქრებოდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, თეთრ სახლთან მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უსაფრთხოების ოფიცერს „თავისი გეგმები“ გაუმხილა.

როჯერ ჰედგფედმა ოფიცერს განუცხადა, რომ თეთრ სახლთან „ტრამპის მოსაკლავად მივიდა“ და ამის დამადასტურებელი დანაც აჩვენა.

მამაკაცს ადგილობრივ კლინიკაში სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებენ.