სამართალი
თბილისში ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალს ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქალისთვის მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.