აქტუალური
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრნენ

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ გენერალური და აღმასრულებელი მდივნები სტრასბურგში გაემგზავრნენ. ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.

კახა კალაძის განცხადებით, ისინი ევროპელ კოლეგებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდიან.

12-13 თებერვალს ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება.