პოლიტიკა
ევროკავშირი თბილისის ყოფილი მერის, ხაზინის ქურდი გიგი უგულავას დაკავებით უკმაყოფილოა

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.

ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო განაჩენს. აღნიშნული ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციაზე, რაც ასე ძალიან საჭიროა.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი სასამართლო პროცესი და კანონის უზენაესობა არის ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს მნიშვნელოვანი ვალდებულება.

ევროკავშირი ასევე განაგრძობს საქართველოში მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებული სხვა სასამართლო პროცესების მონიტორინგს“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.