საზოგადოება
აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულებულია

abiturientebiii2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულდა.

პირველადი მონაცემებით, რეგისტრაცია 39 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მათგან დაახლოებით 29 ათასმა განაცხადი ელექტრონულად შეავსო. ინტერნეტით რეგისტრირებულთა მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე გაკეთდა.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 7516 კანდიდატი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში კი წელს 6857 აპლიკანტი მიიღებს მონაწილეობას.

გამოცდების ეროვნული ცენტრი საბოლოო მონაცემებს აბიტურიენტებისა და პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ არაელექტრონულად შევსებული განაცხადების დამუშავების შემდეგ გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის: 2011 წელს უმაღლესი სასწავლებლები აკადემიურ პროგრამებზე 33988 აბიტურიენტს მიიღებენ.