აქტუალური
ბელგიამ სისხლის სამართლის პასუხისგება შემოიღო ტრადიციული ოჯახისა და ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისთვის

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ბელგია მსოფლიოში პირველ ქვეყნად იქცა, სადაც ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პროპაგანდა ამიერიდან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შესაბამისი კანონი ეროვნულმა პარლამენტმა გასულ პარასკევს, ერთწლიანი ხანგრძლივი მსჯელობისა და დისკუსიების შემდეგ მიიღო.

თუ უწინ ბელგიაში სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტად ქცევა მხოლოდ არასრულწლოვნებისათვის ჰეტეროსექსუალობის თავსმოხვევის გამო შეიძლებოდა, ახლა ეს აკრძალვა ვრცელდება ყველა სახის პროპაგანდაზე, მათ შორის იმათზე, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციები და თემები აწარმოებენ. პარლამენტის სპიკერმა მარკ კაასკოპერმა აღნიშნული დოკუმენტის მიღებას "ბნელეთის მოციქულობასა და შუასაუკუნეების ცრურწმენებზე ბელგიელი ხალხის ისტორიული გამარჯვება" უწოდა.

კანონი 2020 წლის 1 მარტს ამოქმედდება. მთავრობა უფლებას იტოვებს, აღრიცხოს და შეისწავლოს საზოგადო მოღვაწეთა და რელიგიური მქადაგებლების განცხადებები. დანაშაული განსაკუთრებით მძიმედ ჩაითვლება, თუ ის ჩაიდინეს მშობლებმა საკუთარ შვილებთან მიმართებაში - ამ შემთხვევაში, ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ადეპტებს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა და მშობლის უფლებების სამუდამოდ ჩამორთმევა ემუქრებათ.