სამართალი
მსახიობმა საგრიმიოროში თავი ჩამოიხრჩო

teatriiiნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ სახელმწიფო საბავშვო თეატრში 29 მარტს, საღამოს, მსახიობმა თავი მოიკლა. 26 წლის დავით ტოროშელიძემ თეატრის საგრიმიოროში თავი ფარდით ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსახიობმა სპექტაკლში ბოლოს  14 საათზე ითამაშა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც თეატრის მსახიობები ამბობენ, დავით ტოროშელიძემ თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე კოლეგებს სთხოვა, მარტო დაეტოვებინათ. ცოტა ხნის შემდეგ კი საგრიმიოროში შესულებს მსახიობი უკვე ჩამომხრჩვალი დახვდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლეობის ორი ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით მას ოჯახში პრობლემები ჰქონდა, მეორე ვერსიად კი მისი ფინანსური პრობლემები სახელდება.