სამართალი
კარლ ჰარცელი ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას პრობლემურს უწოდებს

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა პროცედურის გაგრძელება იყო და ეს გადაწყვეტილება წინასწარ იყო პროგნოზირებადი.

მხედველობაში მივიღეთ ბატონი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა. ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში, მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემურია და, ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც, ვფიქრობ, დღესდღეობით ზოგად პოლიტიკურ გარემოში არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.