აქტუალური
გახარია სამთავრობო ცვლილებების შესახებ - დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

გიორგი გახარიას მედიასთან აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.