სამართალი
საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ კელი დეგნანი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს, – ამის შესახებ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი NDI-ის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

NDI საქართველოში ოც წელზე მეტია, რაც მუშაობს. აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“,-აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.