უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პუტინს ვუთხარი, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, ანკარა სირიის მთავრობასთან პირისპირ დატოვოს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც გამოსვლის დროს ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, სირიის საკითხი თურქეთისთვის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ავანტიურას ან საზღვრების გაზრდის მისწრაფებას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ანკარა სირიაში არა ბაშარ ასადის მიწვევით, არამედ სირიელი ხალხის თხოვნით შევიდა.

„სანამ სირიელი ხალხი წასვლას არ გვთხოვს, იქიდან არ წამოვალთ. მე ვუთხარი პუტინს, რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს და თავად გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

1tv.ge