სამართალი
დიღმის მასივში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. დიღმის მასივში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

რიოგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით(ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის 3-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა, ტარებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.