სამართალი
NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს წარმომადგენლეობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს.

ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს NDI- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ სხვა ორგანიზაციების მსგავსად, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესი და რიგითი როტაციაა.

ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება „ენდიაის“ საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ამის შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.