სამართალი
სომხეთი და საქართველო ვერ იქნებიან საფრთხე ერთმანეთისთვის - ნიკოლ ფაშინიანი

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. სომხეთი ვერ იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის სახიფათო და საქართველო ვერ იქნება სომხეთისთვის საფრთხე, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, პირველი ვიზიტისას ეს ფორმულა დავუდე საფუძვლად ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს.

ჩვენი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამ პოტენციალის გამოყენება. ვფიქრობ, უამრავი შესაძლებლობაა, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. ამ მხრივაც დემოკრატიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი წარმოდგენით თუ საქართველოსა და სომხეთს აღიქვამენ დემოკრატიულ ტერიტორიებად, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნების მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მისწრაფებას. ისე გამოდის, რომ ჩვენ ორ ქვეყნას უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის გვაქვს საერთო წარმოდგენა. სომხეთი ვერ იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის სახიფათო, ასევე საქართველო ვერ იქნება სომხეთისთვის საფრთხე. პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტისას ეს ფორმულა დავუდე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.