სამართალი
ჩვენი რეგიონის კონფლიქტები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს - ნიკოლ ფაშინიანი

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. მივესალმებით საქართველოს პოზიციას, რომ ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ჩვენ გამოვდივართ იმ სინამდვილიდან, რომ ჩვენი რეგიონის კონფლიქტები ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებულია და საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ის გარემოება, რომ სომხეთი ევრაზიულ სივრცეში გაერთიანდა, საქართველო კი, ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, განვითარებისთვის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის.

მივესალმებით საქართველოს პოზიციას, რომ ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გამოვდივართ იმ სინამდვილიდან, რომ ჩვენი რეგიონის კონფლიქტები, ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებულია და საერთოდ არ ჰგავს ერთმანეს შინაარსით, თავისი წარმოშობით, ისტორიითa და სიღრმით. შესაძლებელი რომ იყოს საერთო ფორმულებით კონფლიქტების მოგვარება, ისინი დიდი ხნის წინ იქნებოდა მოგვარებული. ჩვენ ყველა კონფლიქტს განვიხილავთ თავისი თავისებურებებით. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩვენს კოლეგებთან შეგვიძლია გვქონდეს და გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხების მიმართ. ის გარემოება, რომ სომხეთი ევრაზიულ სივრცეში გაერთიანდა, საქართველო კი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.