უცხოეთი
კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირებული კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო მიიღო. სამინისტრო ეკლესიებს დახურვისკენ მოუწდოებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბეთლემთან ახლოს, ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის ოთხი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ოთხივე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. პაციენტებს ტესტი აუღეს, რომლის პასუხებიც ჯერ ცნობილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტები ამერიკელი და პოლონელი ტურისტები არიან.

1tv.ge