სამართალი
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ ძიაფშბა „არჩევნების“ ერთი თვით გადადების ინიციატივით გამოდის

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ ძიაფშბა წინადადებით გამოდის, „არჩევნები“ ერთი თვით გადაიდოს. მან ამ მოთხოვნით დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

ლეონიდ ძიაფშბას მოთხოვნის მიზეზი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა გახდა.

როგორც ცნობილია, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, 2 მარტს მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს. ორი დღის წინ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ასლან ბჟანიას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს.