პუბლიკაციები
შაშვების მორიგი გასაუბრება

 წლების სიმრავლით დამძიმებული სხეული ძლივს ასწია, გაცვეთილი სახსრების ჭრაჭუნით ჩაიცვა, ეზოში გავიდა და ჭერმის ქვეშ დაგდებულ კუნძზე ჩამოჯდა. უყვარდა განთიადის შემობრძანებით გაღვიძებულ ბუნების შვილთა ზეიმის საამო სიმფონიის მოსმენა.

ღამეს ჯერ ისევ ჯიუტად გადაეფარებინა მიდამოსათვის შავი ფრთები, მაგრამ ძილბურანში მყოფი ბუნება უკვე მტრედისფრად იფშვნეტავდა თვალებს. რა ბედნიერებაა ყოველ დილით ბუნების გაღვიძების ზეიმით დატკბობა. დრო კი უწყალოდ მიდის და თითებზე ჩამოსათვლელადღა დარჩა ამ ქვეყნად ყოფნის გაწამაწია.

ყველა ბუნების კანონით ცხოვრობს, ზედმეტობა კი ისეთივე უგემურია, როგორც გაუმაძღრობაშეყრილი ადამიანისათვის ბუნების გაღვიძებით ტკბობა. არა, ამას არ ჩივის:- სანამ მზეს უმზერ, სიცოცხლესთან ხარ, წახვალ და სიკვდილს კვებავ, შენი თაობის სვლას არ ჩამორჩე, მომავალს მიეც შვება,- ჩაიდუდუნა.

მისი თაობიდან ერთეულებიღა შემორჩნენ ამ გაუკუღმართებულ წუთისოფელს. სიბერეს წლების სიმრავლით შემოძარცვულ ახლობელთა კაეშანი ახლავს, მაგრამ, როცა შენი ერი მხიარული და სამშობლო ერთგული შვილების ზრუნვით გამართულია, სიბერეც წყნარად, საამოდ და უშფოთველად იფერფლება.

რამხელა გაჭირვების გამოვლის შემდეგ გავმძლავრდით, გავმრავლდით, ავყვავდით; ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და ვერ ვიგებდით. უმუშავრობამოსპობილ ქვეყანაში უმუშევრობა დასჯადი იყო. მართალია სტალინის სიკვდილის შემდეგ კრეტინმა, კარიერისტმა კომუნისტმა თავკაცებმა დაუზარელად ამახინჯეს ხალხის სასიკეთოდ შექმნილი ქვეყანა, მაგრამ მაინც დღევანდელობის გადასახედიდან სამოთხედ ჩანს. რა ცოდვა გვქონდა ისეთი, რომ ასე გადაგვარებულ-გადაჯიშებულ, უცხოელებზე მიყიდულ, უჭკუო, უმეცარ, მოხვეჭაზე დახარბებულ დემაგოგთა საჯიჯგნი გახადეს ეს უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხი ერი.

აირია ცხოვრება და ძირს იმპერიის ღრიალით დაარბიეს ყოველივე სასიკეთო. ახლა ტრაბახი დაიწყეს, იმპერია ჩვენ დავშალეთო. შენ რა დაშალე, შე საცოდაო! როცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ღალატის ნოტზე აწყობილი მთელი კომუნისტური „ვერხუშკა“ ანგრევდა და ღრღნიდა ძლიერი გონებით ნაგებ ცხოვრებას, რაც ტაკიმასხარა გორბაჩოვმა თავისი ჭკუით ნაცოდვილარი გედის სიმღერით დაასრულა.

დაიშალა საბჭოთა კავშრი და ყველა მოკავშრე რესპუბლიკა თავისთის დარჩა. რა გვინდოდა, ვინმემ დამოუკიდებლად არ გაგვიშვა?! რუსეთმა მის ცურზე მოკიდებული ყველა რესპუბლიკა თვითონ შემოიფერთხა. ესენი კი იმ კარის მტვრევას იბრალებენ, რომელიც არ არსებობდა.

საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკათა შორის ყველაზე სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩვენ ვართ. რომელი იბრალებს ასე უსირცხვილოდ ევროპელობას და უთავმოყვარეოდ იხვეწება ნატო-ში შესვლას? ერთიციცქნა ქვეყანა ავღანეთში ამერიკელების შემდეგ მეორე ადგილზეა სამხედროთა რაოდენობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თუ ინტერნაციონალური მოვალეობის შესრულების ბითურთა ყბაღია ტრაბახით. ამ პატარა ქვეყნის მეტიჩრობაზე, თავპირსაყრელად რომ აქვს პრობლემები, ნატო-ს წევრ დიდ ქვეყნებს არ ეღიმებათ?!

გაჰყვირიან ამერიკელთა სტრატეგიული პარტნიორები ვართო. ქვეყანა მთელ მსოფლიოზე არის გადამჯდარი, ერთიციცქნა პატარა საქართველოს, თავის გადარჩენა რომ აქვს საზრუნავი, რა აქვს მასთან სტრატეგიულად საპარტნიორო?! მგელთან პარტნიორობით შეიძლება იამაყოს ტურამ; ისაც ხომ ხორცის მჭამელი მტაცებელია. რის იმედი აქვს კურდღელს როცა ყველა მტაცებელი მას უღრჭენს კბილებს

-კურდღელი მგელს ეხუტება,
პარტნიორები ვართო,
მგელი მას ვახშმად ინახავს,
კურდღელი ტრაბახს არ თმობს, - ხმამაღლა ჩაილაპარაკა.

ეს ისეთივე ქვეყნის საზიანო და სამარცხვინო ახირებაა, როგორც ქართველი რომ ხარ თურმე ევროპელი ყოფილხარ. ყველა შერეკილს შეუძლია სოფელ-სოფელ იწანწალოს და იძახოს მე აფრიკელი, ან თუნდაც ანტარქტიკელი ვარო, მაგრამ სავალალო ის არის, რომ ეს ნაბოდვარი სახელმწიფო დონეზეა აყვანილი ისე, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონით ყველა ბილწ, მყრალ, სქესობრივად გარყვნილ მანიაკთა გაპაპაჯორება და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მუხთლობის ზურგში დანის დარტყმის მსგავსი მოლოდინი. არადა რა გასაკვირია სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულმა მბრძანებელმა დაავალოთ მისი დაკანონება, რამეთუ ამ სისაძაგლის მთელ მსოფლიოზე თავს მოხვევა მისი სტრატეგიის ნაწილია.

გასაკვირია, ქართველი ხალხის გავლილი ეკლიანი გზა დამპყრობელთა და ყველა მოძალადეთა წინააღდეგ ბრძოლების სისხლით არის გაჯერებული. ესენი კი, თავის დაღწევის მაგიერ, იქით ეტენებიან, იმათ სამარცხვინო რეკომენდაციებად შეთხუპნილ ბრძანებებს დიდი მოწიწებით ასრულებენ, ამერიკა-ნატო-ს მსოფლიო თანამეგობრობად ნათლავენ და თავს მის წევრად თვლიან.

სოროსის ცულნაწოვ იდიოტიზმით შებრყობილ თავხედ უმეცრებს არ სურთ, რომ დაინახონ უფრო დიდი და ხალხმრავალი მსოფლიო, სადაც ეროვნულკეთილდღეობა აქვთ სალოცავად და არა სქესობრივი სიბილწის გაფეტიშება, - ფიქრი შეუწყდა.

ბუნებას უკვე მტრედისფერი სინათლე დაუფლებოდა. მის წინ შაშვმა გაირბინა ცოტახნით შეჩერდა კაცს დააკვირდა, მერე საძაღლის სახურავზე შეხტა და ჯამით დადგმულ საკეკს შეექცა.

ალვისხესავით მაღალ, გამხმარ ვაშლის ხის კენწეროზე თურმე შაშვს გაეკეთებინა ბუდე. მოჭრილი ძირს რომ დაენარცხა, ოთხი ბახალა გადმოხტა; დაბუმბლულები იყვნენ, მაგრამ ჯერ ფრენა არ შეეძლოთ. დაფეთებულები იქვე დაწყობილ ფიჩხის კონების ქვეშ შეძვრნენ. შეწუხდა. ბუდის არსებობა რომ სცოდნოდა, ხეს არ მოჭრიდა. სადაც შეძვრნენ ჯამით საენკი დაუდგა, იქნებ ჭამონ და გადარჩენო.

საღამოთი ბახლები საკეკს მშვიდად შეექცეოდნენ, იქვე ახლოს მათი მშბლები დაჭახჭხებდნენ; რამხელაზე გაიხარა. ახლა საკეკს ყოველდღე უახლებდა. მალე მოჩიტებული წიწილებიც შეექცეოდნენ საკვებს. კრუხი შაშვის ბარტყებს არ უბრაზდებოდა და ყველა ერთად დასეირნობდნენ ეზოში.

   თენდებოდა და შაშვებმაც საამო გალობა დაიწყეს. გალობა კი არა, უფრო გასაუბრება. ყველა მომდევნო ამომღერება სულ განსხვავდება წინასაგან, თან ელოდება, სანამ მსმენელისგან პასუხს არ მიიღებს; თავიანთებურად საუბრობენ ასე მომაჯადოვებელ ჰანგებზე. გაიფიქრა და თავისი აზრები მათ გალობაზე ააწყო, როგორც მატარებლის ვაგონების მონოტუნურ რაკუნზე მისადაგებული სიტყვა. შაშვებს ხეთა კენწეროები დაპყროთ და საუბრობდნენ:

-ზაქარ, შენი ჭერმის ქვეშ კაცი რომ ზის ამდენ ხანს სად იყო? - შეეკითხა მოშრებით კომშის კენწეროზე შემომჯდარი.

-ავად იყო საწყალი, ამან გადამირჩინა ბარტყები, - უპასუხა ზაქარამ.

-შენ საიდან იცი?

-მერცხლებმა მითხრეს, მეც რამდენმეჯერ შევიხედე, იწვა, მაგრამ რის შველა შემეძლო, -მოწყენილად უპასუხა ზაქარამ.

-შენ რათა, ადამიანები რატომ არ მიეხმარებიან? - საუბარში კაკალზე მჯდომი ჩაება.

-ადამიანებს ისეთი გაჭირვება სჭირთ თავის ქვეყნიდან გარბიან აბა ნახე, რამდენი ბინა და კარმიდამოა გამოკეტილი. ვინც დარჩა, გამოსავალს გახიზვნაში ეძებენ; მარტო ბობოლებიღა ბაირამობენ. ბებრები კიდევ ასეთ გაჭირვებაში ფართხალებენ.

-ვაი, ვაი, ვაი, რა დღეშ ყოფილან საწყლები! - ერთხმად შეიცხადეს შაშვებმა.

- რატო ხელისუფლებიდან არ ეხმარებიან?

-რის დამხმარებლები არიან, მერცხლებმა ისაც მითხრეს, იმ თბილ ქვეყნებში ზამთრობით რომ მიფრინავენ, მერცხლიჭამია ხალხს უცხოვრია, ბევრი ფული ჰქონიათ, აქაურ ბღენძ ფულზე დახარბებულ ბედოვლათებისგან მოქალაქეობას და მიწებს ყიდულობენ, ისინი აქ არ მომრავლდნენო მერცხლებს ეშინიათ.

-მერცხლიჭამიები არც ჩვენ დაგვაყრიან ხეირს, - შეწუხდნენ შაშვები.

-ჩვენი ადამიანები კიდევ გადაშენდებიან? - იკითხა რცხილის ტოტზე შემომჯდარმა.

-გადაშენდებიან აბა რა. შორს დიდი წყლის იქით ქვეყანას წყალს გამოღმა რაღაც ევროპა ყოფილა, რომელზეც მცხოვრები ზოგი წვრილ-მსხვილი ქვეყნები უჭერენ თურმე მხარს, სწორედ ისინი ყოფილან ჩვენთან გაბატონებული. სულ იმათ მონა ყეყეჩ უმეცრებს ნიშნავენ თანამდებობებზე. თანაც პარტიებად წოდებულ ჯგუფებსა და უმეცარ, თავხედ ახალგაზრდების დაჯგუფებებს არასამთავრობოებად ქირაობენ, ისინიც ჭირად ქცევიან ამ სიკეთის მადლით ნაკურთხ საქართველოს.

-მცხოვანი მარკოზა მოსულა ახლოს მოვიდეს მაგან ყველაფერი იცის, - გაუხარდათ შაშვებს.

-ვიშ,ვიშ,ქა, თავისი ხალხის საზიანოთ საკენკზე დახარბებულები ვიღაც უცხოელებისგან ქვეყნის საზიანო დავალების შესრულებას რათა კადრულობენ!-აღელდა ვაშლზე მჯდომი.

-აგრაფინ, ყველაზე საზარელ ღალატზე და მტრობაზე უარესია როცა ქვეყნის ერთგულების ნიღაბში შემძვრალი მოხელე თავკაცი სამშბლოს დამღუპველ შეკვეთებს ასრულებს, - უპასუხა მარკოზამ, სულ ახლოს ალუბლის ხეზე რომ გადმოინაცვლა.

-ამ დროს კაკალზე გულყვითელამ დაიწყო ბიჭო გოგიას ძახილი.

-რა ვეღარ იპოვე შენი ბიჭ გოგია, წადი აქედან, ხელს ნუ გვიშლი დილის გალობაში! - აგრაფინა გულყვითელას მიეჭრა და ფრთების ფართხუნით იქიდან გააძევა. ის კი შორს, ცაცხვის ხეზე შემოჯდა ბიჭი გოგიას ხმობით.

-მარკოზ ბატონო, თავკაცად ჭკვიანი, ხალხის ერთგული, სამშობლოსათვის შეწირული, უანგარო და მართალი კაცი ვერ მოუძებნიათ, რომ ესენი გადაარჩინოს? - შეეკითხა ზაქარა.

-ხომ გითხარით, ყველა თანამდებობაზე იმ წყალგაღმაგამოღმელი ბატონების მიერ შერჩეულ კაცს სვამენ, ხალხს კი ატყუებენ, ვითომ დემოკრატიულად აირჩიეთო.

-ეგ დემოკრატიულად რაღაა?

-დემოკრატიულად ის არის, კაკანათში საკეკი რომ დაგვიყარონ, ჩვენში ბითურები ვინც არიან შევლენ და კარგად მეყოლე.

-გარეთ რომ რჩებიან?

-გარეთ ვინც რჩებიან, მათ ყურს არავინ უგდებს. ბითურებიც რომ მოგონდებიან, მერე ნახე ხალხის ძალა, - დაასკვნა მარკოზამ.

-თურმე ყველაზე დიდი პრეზიდენტობაა, ადრე თურმე ვიღაც თავქარიანი აყლაყუდა ყოფილა, ქართველებს საშინელ უბედურებად ჰქცევიათ. ის როგორც იყო მოუცილებიათ. ახლა იმ წყალგაღმაგამოღმელი მბრძანებლების წაქეზებით და მფარველობით უცხოეთში გაქცეული თურმე გვარიანად წამლავს ხალხის ცხოვრებას, - ჩააგალობა ზაქარამ.

-იმ აყლაყუდას შემდეგ მოსულ ხელისუფლებას წყალგაღმელებმა შეაპარეს პარტიებად წოდებული მოღალატეები და გვარიანად აურიეს ცხოვრება. ამ ხელისფლებამ ისინი სულ გამოყარა. ახლა აყლაყუდას დარჩენილი მომხრეები ასპიტებივით დასევიან ამ ხელისუფლებას, მას ყველა ფუქსავატი და ნაგავი პარტიებიც ემხრობიან, თურმე ხელისუფლებას ყველა სასიკეთო სამის გაკეთებაშ ხელს უშლიან, - განმარტა მარკოზამ.

-ამათაც ყველა მოღალატე გამყიდველი მოიცილონ აქედან გარეკონ ან კაკანათში გამოამწყვდიონ, - გალობაში ჩაერია ტყიდან მოფრენილი შაშვი.

-ხელი ვერ უხლიათ, მათ მფარველებისა ეშინიათ. თურმე წყალგაღმაგამოღმელებს რომელი ხელისუფლებაც არ მოსწონთ, აწიოკებენ, უფროსებს კიდე ხოცავენ. ამათაც ეშინიათ ეგრე არ გვიყონო და ის მოღალატეები თამამად დაშლიგინებენ. პარლამენტია თუ მთავრობაში წინ უდგებიან და სამუშაოდ არ უშვებენ.

-მართლა დიდი საფრთხის წინაშე ყოფილა ეს ხელისუფლება, მაგრათ აირევა ქვეყანა დაასკვნეს შაშვებმა.

-მარკოზა ბატონო, გამოსავალი იქნება გამოჩნდეს და ეგ ასპიტები მოიცილონ ან ქვეყნიდან გააფრთხონ.

-გამოსავალი ის დიდი ჩრდილოეთის ქვეყანაა, ადრე მთელი საქართველო რომ გადაარჩინა და ააყვავა. ახლა ყველა, ვისაც რაღაც თანამდებობა აქვს, წყალგაღმაგამოღმელთა დავალებით მას აგინებენ, ხალხს კი ჯერ არაფერი ეკითხება, - განმარტა მარკოზამ და გააგრძელა:-უცხოეთის მიერ დაშინებული ხელისუფლება გაპარსულ ზღარბს დაამსგავსეს. ახლა ან ეკალს გამოისხამს, მყარად დადგება ხალხის მხარეს და ამ მოღალატეებს მოფშვნის, თავს დააღწევს წყალგაღმაგამოღმელთა ლაქიობას, ჭეშმარიტ მშველელთან იმეგობრებს და გმირთა რიგებში საპატიო ადგილს დაიკავებს. თუ არადა ისე გაქრებიან, როგორც სხვა მრავალი მუცლისმონოა პარაზიტები.

-თურმე ვინც იმ წყალგაღმელთა ლაქია თავკაცია, თავის ხალხს რომ მტრობენ, მათ ძაღლიშვილებს ეძახიან. ამათ სულ ეგეთ პრეზიდენტებს უნიშნავენ,-ამოიმღერა კომშზე მჯდომმა.

-ახლა ერთი ბოლოქანქარა, გაფრანგებული დედაკაცი ჰყავთ, უთქვია, სტალინი ქართველი არ იყოო, - კაკალზე მჯდომმა ჩააგალობა.

-ეგ სტალინი ვიღაა, გაგვარკვიე მარკოზ ბატონო, - შეეხვეწნენ შაშვები.

-ადამიანთა მოდგმა რაც კი არსებობს მისთანა ბრძენი, ძლიერი ნებისყოფით და საქმით არ ჰყოლია. ხალხის სასიკეთოთ თავდადებულს დიდი გამარჯვებები მოუპოვებია და ყველა სულიერისთვის შაშიში მტერი მოუსპია. ჩრდილოეთით უზარმაზარი ცივი ქვეყანა რომ არის, ეს ჩვენიც და მრავალი სხვა ქვეყნები მას აუყვავებია; რომელი ხალხი არ ინატრებს ამგვარი შვილის ყოლას. ჩვენთან კი უცხოელთა ლაქია, მოხვეჭის და კუჭს მონა, ჭკვამოკლე მახინჯ პარაზიტთა ხროვა მას ლანძღავს წყალგაღმაგამოღმელთა დაკვეთით. არადა მისი საქმეები ბედნიერი მომავლის გარანტიაა, რაც ყველა პატიოსანი ადამიანის ოცნებაა,-მარკოზას გალობა გაუგრძელდა.

- ვახ, ვახ, ვახ! ნახეთ! რა მაგარ ხალხთან ვცხოვრობთ! - აჭახჭახდნენ შაშვები.

-იმ წყალგაღმელებმა ერთხელ ქალიც კი დაუნიშნათ თავდაცვის მინისტრად, - ავიშვიშდა ტყიდან მოფრენილი შაშვი.

-ჩვენი აგრაფიანასავით, მანაც ხო მოიგერია გულყვითელა, - შაშვები გამხიარულდნენ.

-იმ ვიღაცა უცხოელებზე მიყიდულ დედაკაცს ნუ მადრით, მე ჩემი შაშვური ჯიშის და ჯილაგის ერთგული ვარ და ბარტყებსაც შაშვეთის ერთგულებად ვზრდი!- გაბრაზდა აგრაფინა.

-აგრაფინა მართალია, წყალგაღმაგამოღმელების ლაქია დედაკაცთა შესადარებელი რა სჭირს შაშვეთისადმი თავდადებულ ფრთოსანს! - დაასკვნა მარკოზამ.

-ჩვენ შორის ვერ იბოგინებს ყვავის, ძერას, მიმინოს და სხვა მტაცებელთა ლაქიობის მკადრებელი. მშობლიური ჯიშის და ჯილაგის უცხოელთა საკეკზე გადამცვლელს თავისი მოდგმის რისხვა არ ასცდება, შხამად შეერგება ყოველი ნაძარცვი და ნაარმალი!-აღელვებულმა შაშვებმა ფრთები ააფართხუნეს.

-როგორც ვატყობ, აქ თქვენი ცხოვრება გართულდება. ტყეში წამოდით, შეიძლება მტაცებლებმა შეგაწუხოთ მაგრამ აუარებელი მაყვალი და სხვა ხილია, ახლა აღარავინ მოდის დასაკრეფათ და ზედ ლპება, - მასპინძლები მიიპატიჟა ტყიდან მოფრენილმა შაშვმა.

-ვინ დაკრეფავს, ახალგაზრდები გაფრთხობაზე არიან, ბებრები კიდე ძლივს დაათრევენ დამძიმებულ სხეულს, - უპასუხა კომშზე მჯდომმა.

-ამ კარმიდამოს არ მივატოვებთ. ეს კაცი ჩვენთან მეგობრობით ცოცხლობს. აუგად ვერავინ აგვიქნევს ხელს. თუ ბედი გაგვიწყრა და მერცხლიჭმიებმა იმძლავრეს, ტყეში გადავბარგდებით, მაგრამ საწყალ მერცხლებს რა ეშველებათ მის ბინაში ასე რომ ნებივრობენ?!-შაშვები აიშალნენ.

ზაქარა ხიდან ჩამოფრინდა, კაცის წინ დაჯდა, ერთხანს უყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მერე საძაღლეზე შეხტა, საკენკი დაათვალიერა და ეზოში ქათმებთან მოფუსფუსე შაშვებში გაერია.

კაცი კუნძიდან ადგა, თავის ბინას გახედა უამრავ მერცხლებს დიდი საოჯახო ფუსფუსი ჰქონდათ; სასიამოვნო თბილი გრძნობა დაეუფლა.

-ჰმ, მერცხლიჭამია უცხოელები დაიკავებენ აქაურობას და ქართველთა ხსენებას გააქრობენ. შაშვები ეგრე რომ განიცდიან, ადამიანები კიდევ ცხვრებათ ვიქეცით?! ნახეთ, რა თქვეს, უცხოელთა მიერ დაშინებული ხელისუფლება თუ ეკალს გამოისხამს, ხალხის მხარეს დადგება, მოღალატეებს მოფშვნის, წყალგაღმაგამოღმელთა ლაქიობას თავს დააღწევს და ჭეშმარიტ მშველელთან იმეგობრებს, გმირთა რიგებშ ი საპატიო ადგილს დაიკავებს, თუ არადა, ისე გაქრებიან, როგორც სხვა მუცელს გადაყოლილი პარაზიტიო ყველა მოღალატე ვიგინდარას ბოლო სამარცხვინო გაქრობაა, არც ქართველობა დაკნინებულა იმ დონეზე, რომ მოღალატეები დამსახურებისამებრ არ მოფშვნას. ბევრი უბედურება მოგვინელებია, ქართველი ერის არტერიაზე პარაზიტად მომჯდარ ყველა მოღალატე ძაღლიშვილს ეს დღე ელის! - უცებ გაჩუმდა, იქაურობას თვალი მოავლო და მზით ანთებულ ზეცას იმედიანად შეხედა.

ალუბლის ხეზე შემომჯდარი მცხოვანი შაშვი მარკოზა გალობას ამთავრებდა:

წავა,წავა, ყველა წავა,
მოსვლა წასვლის დარია,
ზოგის წასვლა დარჩენაა,
ზოგი ისეც მკვდარია.

მწერალი გივი სომხიშვილი
6
მარტი, 2020 წელი