სამართალი
არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები - კახა კალაძე

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა.

პირადად ჩემთვის არც 100/50-ზეა პრობლემა, არც 120/30-ზე, არც 110/40-ზე, არც არსებული შერეული სისტემა. არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები. ჩვენ ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. რთულად სათქმელია ამას არჩევნები დაარქვა, მაგრამ იმ პირობებში პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ხალხის მხარდაჭრით გაიმარჯვა არჩევნებში, როდესაც იყო შერეული საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს“,- განაცხადა კალაძემ.