აქტუალური
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.