აქტუალური
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „foreign policy“-თან საუბარში აღნიშნა, „საქართველო არ აპირებს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნების სანაცვლოდ დაუჭიროს მხარი“.
მისივე თქმით, „კრემლს თბილისთან მოლაპარაკების გამართვა არ სურდა და ამ პრობლემის გადაწყვეტას ამერიკელების დახმარებით აპირებდა, თუმცა, ობამას ადმინისტრაციამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და კრემლის წარმომადგენლებს უთხრა, რომ არ აპირებდა, ყოფილიყო მხარე რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში“.