აქტუალური
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, აქედან ცხრა გამოჯანმრთელებულია

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​73 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.