სამართალი
ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება - სოზარ სუბარი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება, თუ იქ საგანგაშო ვითარება არ გამოვლინდა.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”, - განაცხადა სუბარმა.