აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2845 ლარი გახდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2845 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6363 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.6232 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.