უცხოეთი
საავადმყოფოს ხელმძღვანელს, რომელსაც 24 მარტს ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საავადმყოფოს ხელმძღვანელს, რომელსაც მანამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„როსია 24“-ის ინფორმაციით, დენის პროცენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავის კლინაკში მკურნალობს.

დაწესებულებას რუსეთის პრეზიდენტი 24 მარტს სტუმრობდა.

ვლადიმერ პუტინმა ინფექციური დაავადების კლინიკა დამცავი აღჭურვილობით დაათვალიერა, რა დროსაც მთავარი ექიმი, დენის პროცენკო ახლდა თან.

1tv.ge