უცხოეთი
რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 8 600-ს გადააჭარბა

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 8 600-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 175 ადამიანს დაუდასტურდა.

როგორც ოპერატიულ შტაბში განმარტავენ, ბოლო დღე ღამეში რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 15 პროცენტით გაიზარდა.

ახალი კორონავირუსი დაფიქსირებულია რუსეთის 81 რეგიონში. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 580-ს შეადგენს. 63 ადამიანი გარდაიცვალა.

1tv.ge