უცხოეთი
„ბლუმბერგი“ - კორონავირუსის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ხუთ ტრილიონ დოლარს მიაღწევს

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. კორონავირუსის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ხუთ ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ექსპერტების პროგნოზით, მსოფლიო 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესიის ფაზაში შედის.

„მართალია, როგორც პროგნოზირებენ, ეკონომიკის დაღმასვლა დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ცალკეული ქვეყნების ეკონომიკის აღდგენას დრო დასჭირდება“, – წერს „ბლუმბერგი“.

პუბლიკაციაში მოყვანილია საბანკო ჯგუფ „სითიგრუპის“ მთავარი ეკონომისტის პროგნოზი, რომელიც ვარაუდობს, რომ პანდემიის შედეგად ეკონომიკა ხუთი ტრილიონი დოლარით დაზარალდება. ანალოგიური პროგნოზი აქვთ ბანკ „ჯიპი მორგანის“ ექსპერტებსაც.

როგორც „ბლუმბერგი“ ვარაუდობს, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისამდელ დონეს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება.

1tv.ge