უცხოეთი
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ავღანეთში აშშ-ის საჰაერო სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. „როიტერსის“ ცნობით, მსხვერპლი არ არის. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.

გავრცელებული ცნობებით, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე იერიში 5 რაკეტით მიიტანეს. აღნიშნული ბაზა აშშ-ის მთავარი სამხედრო პოზიციაა ქვეყანაში.

interpressnews.ge