აქტუალური
ევროკავშირი საქართველოს კოვიდ-19-თან საბრძოლველად 183 მლნ ევროთი დაეხმარება

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. კონორავირუსის გავრცელებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს.

ფინანსური მხარდაჭერა ევროკომისიის „გადაუდებელი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არის გათვალისწინებული, რომელთა შორისაა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

8 აპრილს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა, რომ დახმარება გამოყოფილია ევროპის გუნდის (Team Europe) რეაგირების ფარგლებში და მისი საერთო მოცულობა 962 მლნ ევროა, რომელიც გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებასა და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას მოხმარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის დროს, ოლივერ ვარჰელიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები პარტნიორების გვერდით დგანან კორონავირუსთან ბრძოლის დროს, პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი გლობალური რეაგირების ფარგლებში“.