აქტუალური
აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ჰოსპიტალი 200-ზე მეტი პაციენტის მიღებას შეძლებს.

რესპუბლიკის სამხრეთ ოლქში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ეწყობა საველე ჰოსპიტალი, რომელიც 200-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით, მათ შორის სასუნთქი აპარატებით“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული.